вторник, 9 августа 2011 г.

ილია ჭავჭავაძე

პროექტის სახელწოდება: ილია ჭავჭავაძე;
პროექტის მთავარი იდეა: ილია ჭავჭავაძის ცხოვრების, მოღვაწეობისა და შემოქმედების შესახებ ინფორმაციის მოძიება;
პროექტის აქტუალობა: მივაწოდოთ სრულყოფილი ელექტრონული ვერსია ილიას ცხოვრების, მოღვაწეობისა და შემოქმედების (პროზა, პოეზია, პუბლიცისტიკა.) შესახებ; 
პროექტის მიზნები: მაქსიმალურად ინფორმაციის მოძიება ილიას შესახებ; ბიოგრაფიის, ფოტოების, ვიდეოების მოძიება, დამუშავება; პრეზენტაციის მოწყობა, მსჯელობის უნარის განვითარება, დისკუსიაში მონაწილეობა;
მონაწილეთა ასაკი: 15-17
ვადები|ხანგრძლივობა: 2-3 თვე;
მოსალოდნელი შედეგები|პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ფოტოალბომი, ლექსების კრებული, პროზის კრებული, პუბლიცისტიკა, ხელნაწერები;
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ბიბლიოთეკა, მუზეუმი,ინტერნეტი, კომპიუტერი, პროექტორი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): თემის შერჩევის შემდეგ ჩამოვაყალიბებთ საპროექტო ჯგუფს, რომელიც შეიმუშავებს პროექტის განხორციელების გეგმას. ჯგუფის წევრები გადაინაწილებენ მოვალეობებს: I შეაგროვებს ბიოგრაფიულ ცნობებს; II-მოღვაწეობას; III-პროზას; IV-პოეზიას; V-პუბლიცისტიკას; VI შექმნის ფოტოალბომს. ყველა ინფორმაციის სეგროვების შემდეგ აკეთებენ პრეზენტაციას და ინფორმაციის განთავსებას ინტერნეტში.
საგნებთან|საგნობრივ ჯგუფებთან|ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული-სხვადასხვა საშუალებებით (მუზეუმი, ბიბლიოთეკა, ინტერნეტი..) სარგებლობის ცვევის ჩამოყალიბება; ლიტერატურული ნაწარმოებების, ბიოგრაფიის გაცნობა; მსჯელობის უნარის განვითარება, დისკუსიაში მონაწილეობა.
ისტორია-გაეცნობიან ეპოქას, ტრადიციებს, იმ გამოჩენილ ადამიანებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ იმ პერიოდში.
საინფორმაციო ტექნოლოგიები-ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, გაცვლა, სლაიდების გაკეთება, პრეზენტაციის მოწყობა.
 პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ზაირა კეკელიძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: zaira.kekelidze@gmail. com
პროექტის ვებ-გვერდი|ბლოგი:zairakekelidze
გაკვეთილის გეგმა: აკაკი წერეთელი "გამზრდელი"