понедельник, 24 июня 2019 г.


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმის საჯარო სკოლა



პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა


მოტივაციის ამაღლების გზები და ხერხები ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებისას


ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი 
ზაირა კეკელიძე






2019



სარჩევი

საკვლევი პროგრამის აქტუალობა----------------------------------------------------------3
 კვლევის მიზანი------------------------------------------------------------------------------4
კვლევის ამოცანები--------------------------------------------------------------------------4
საკვლევი საკითხები------------------------------------------------------------------------4
არსებული ლიტერატურის ანალიზი------------------------------------------------------5
კვლევის მეთოდები--------------------------------------------------------------------------7
კვლევები--------------------------------------------------------------------------------------8
მონაცემთა ანალიზი------------------------------------------------------------------------8
ინტერვენციის დაგეგმვა--------------------------------------------------------------------9
ინტერვენციების შემუშავება და განხორციელება--------------------------------------10
ინტერვენციის შედეგები-------------------------------------------------------------------12
დასკვნები და რეკომენდაციები------------------------------------------------------------12
გამოყენებული ლიტერატურა--------------------------------------------------------------14
რეფლექსია-------------------------------------------------------------------------------------15
კითხვარი   მოსწავლეებს                       (დანართი 1)---------------------------------------17
კითხვარი   მშობლებს                       (დანართი 2)-------------------------------------------18


საკვლევი პროგრამის აქტუალობა
„ცოდნა, სწავლა-განათლება დღევანდელ კაცისთვის არსებითი პურია. უამათოდ ადამიანი დღეს ყველაფერს მოკლებულია: ადამიანობასაც, სარჩო-საბადებელსაც, ღონესაც და შეძლებასაც. დღეს უცოდინელად, უსწავლელად კაცი ერთს ნაბიჯსაც ვერ გადასდგამს ცხოვრების მოედანზედ უმარცხოდ და უძლეველად“
                                                                                                                    ილია ჭავჭავაძე
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სწავლა ნიშნავს ინფორმაციის შეძენას, უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების განვითარებას.
ჩვენი, მასწავლებლების, მთავარი საზრუნავია, რომ  მოსწავლეებმა შეძლონ სკოლაში შეძენილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების ცხოვრებისეული პრობლემების გადასაჭრელად გამოიყენება.
შერჩეული თემა რომ აქტუალურია და ზოგადად სხვადასხვა საგანში მოსწავლეთა მოტივაცია დაბალია, ამას მოწმობს სხვადასხვა გამოკვლევა.
საერთაშორისო კვლევებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა და მოტივაციაა, რომელიც კავშირშია მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებას, შედეგების გაუმჯობესებასა და მრავალმხრივი ინტელექტის განვითარებასთან.
ნებისმიერ საქმიანობას მოტივაცია უდევს საფუძვლად. მოტივაცია არის ფსიქოლოგიური ძალა, რომელიც განსაზღვრავს ინდივიდის ქცევის მიმართულებას, ძალისხმევის დონეს და შეუპოვრობას. ის არის მექანიზმი, რომელიც უბიძგებს ადამიანს გადალახოს წინააღმდეგობები და მიაღწიოს სასურველ მიზანს. მოტივაცია გულისხმობს ისეთი ფაქტორებისა და სიტუაციის შექმნას, რომელიც მოსწავლეებს სწავლის ხალისსა და უნარს შემატებს.
საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება სწავლა-სწავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. მოტივაცია ქცევის ფსიქოლოგიური საფუძველია. რაც მეტად მოტივირებულნი არიან მოსწავლეები, მით მაღალია სწავლის ხარისხი, როდესაც მოტივაცია სუსტია, სწავლის ხარისხიც იკლებს.
სკოლაში მოსწავლე მოტივაციის განსაზღვრული ხარისხით მიდის, მნიშვნელოვანია მისი მზაობა ამა თუ იმ კომპეტენციის დასაუფლებლად, შესასწავლი საგნის სტრუქტურა, დასახული ამოცანები და სხვა ამგვარი ფაქტორები, თუმცა უდავოა, რომ მასწავლებლის ქცევა, მისი გადმოცემის უნარი და მოსწავლეებთან არაფორმალური ურთიერთობა, პოზიტიური, შედეგზე ორიენტირებული სასწავლო გარემო გადამწყვეტ როლს ასრულებს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში.
განათლების ფსიქოლოგები სწავლის მოტივაციის განხილვისას 2 ძირითად ფაქტორს გამოყოფენ-შინაგანსა და გარეგანს. გარეგანია მოტივაცია, როდესაც მოსწავლე განხორციელებული სასწავლო აქტივობისთვის წახალისებას,ჯილდოს (მაღალ ქულას, ქებას, კლასში განსაზღვრული სტატუსის მოპოვებას) მოელის. ამ დროს თვით აქტივობა მისთვის შესაძლოა არ იყოს საინტერესო. შინაგანი მოტივაცია ამა თუ იმ საკითხის/საგნის შესწავლის სურვილიდან გამომდინარეობს. ის მოსწავლის თანდაყოლილ ინტერესებზე, კომპეტენციის ზრდისა და საკუთარი თავის სრულყოფის მოთხოვნილებაზეა დამოკიდებული. შინაგანად მოტივირებული მოსწავლისთვის აქტივობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მოსალოდნელი ჯილდო.
ზოგიერთი მოსწავლე დიდი ენთუზიაზმით ეკიდება სწავლას, რადგან აინტერესებს საგანი და სწავლის პროცესი, მაგრამ არიან ისეთი მოსწავლეებიც, რომლებიც წახალისების გარეშე სწავლისადმი დიდ ინტერესს არ იჩენენ. მათ გამუდმებით სჭირდება ქება, სტიმული და თანადგომა. ამიტომ მასწავლებელმა შინაგანი მოტივაციის გასაძლიერებლად არ უნდა დაიშურონ ძალისხმევა, თუმცა, სამწუხაროდ, ხშირად პირიქით ხდება-სწორედ გარე ფაქტორების მეშვეობით ცდილობენ აამაღლონ მოსწავლეთა წარმატების მოტივაცია.
მნიშვნელოვანია, თითოეულ მოსწავლეს სწავლაზე ორიენტირებული საზოგადოების ნაწილად  ვაგრძნობინოთ თავი, შევუქმნათ ღია, პოზიტიური ატმოსფერო საკუთარი მისწრაფებებისა და მონაცემების გამოსავლენად.
ნაშრომი არის პრაქტიკული კვლევის ანგარიში
კვლევის მიზანი. დაწყებით საფეხურზე მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციის დონის დადგენა, ინტერვენციის დაგეგმვა-განხორციელება და მის ასამაღლებლად გზების დასახვა.
კვლევის ამოცანები.

1.    მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციის დონის დადგენა;
2.    დაბალი მოტივაციის მიზეზების დადგენა და ანალიზი;
3.      არსებული ლიტერატურის შესწავლა
4.    მოტივაციის ასამაღლებლად სტრატეგიების შერჩევა;
5.      მოტივაციის ასამაღლებლად ინსტრუმენტების შექმნა და გამოყენება, ინტერვენციის განხორციელება;
6.      ურთიერთდასწრება, გამოცდილების გაზიარება შეფასებისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით.
 საკვლევი საკითხები
ჩემი საკვლევი საკითხია მოტივაციის ამაღლების გზები და ხერხები ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებისას.
კვლევის მთავარი კითხვა იყო: რა არის მოსწავლეებისათვის სწავლის მოტივაციის მთავარი მიზანი? ა)ცოდნა;  ბ)ქულა;  გ)არცერთი.
კვლევის მიზანი იყო მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციის დონის განსაზღვრა,  დაბალი მოტივაციის მიზეზების, ხელისშემწყობი და ხელისშემშლელი ფაქტორების დადგენა.
 არის თუ არა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის ურთიერთობა პოზიტიური და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული.
იყენებენ თუ არა მასწავლებლები გაკვეთილებზე სწავლების მრავალფეროვან სტრატეგიებსა და აქტივობებს.
რა ინტერესები აქვთ მოსწავლეებს და როგორ მოვახდინოთ საგაკვეთილო პროცესის მორგება მათ ინტერესებზე.
საკვლევი პრობლემა შეეხება საგაკვეთილო პროცესში მოტივაციის ამაღლების სხვადასხვა საშუალებების გამოყენებას და განხორციელებას.
პრაქტიკული კვლევა გულისხმობს თანამშრომლობით, კოლექტიურ მიდგომას. თანამშრომლობითი მიდგომა ცვლილებებისადმი წინააღმდეგობის გაწევის შემცირების ინსტრუმენტს წარმოადგენს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხდება გარკვეული ცვლილებების დანერგვა. თანამშრომლობითი პროგრამის საშუალებით პრაქტიკულ კვლევაში ჩართული პიროვნებები ერთ გუნდად ერთიანდებიან, პრობლემას  თვალს უსწორებენ. ერთმანეთს უზიარებენ მოსაზრებებს. იღებენ გადაწყვეტილებას, გააზრებულ პასუხისმგებლობას და აღწევენ სასურველ შედეგს. ცვლილება ეფექტურად  ხორციელდება იმ ადამიანების კვლევის პროცესში ჩართვით, ვისაც უშუალოდ ადგება ზარალი. აქედან გამომდინარე კლასის მოტივაციასთან დაკავშირებული პრობლემის კვლევაში ჩავრთე კლასის მოსწავლეები, მასწავლებლები და  მშობლები.
ინტერვეციის დაგეგმვამდე საჭირო იყო ჩამოგვეყალიბებინა პრობლემის სავარაუდო მიზეზები. პედაგოგებთან საუბრის შემდეგ გამოიკვეთა რამოდენიმე ფაქტორი:
1.      ერთ-ერთ სირთულედ შეიძლება განვიხილოთ დროის ფაქტორი, კერზოდ:საგაკვეთილო მასალის გაცნობა და სწავლა, მიცემული დავალების შესრულება დიდ დროს მოითხოვს. გარდა სკოლისა კლასის მოსწავლეები დაკავებულნი არიან სხვადასხვა აქტივობებით (სპორტი, მუსიკა, ცეკვა და ა.შ.). საკმაოდ დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ მოსწავლეები ცდილობენ სწრაფად შეასრულონ მოცემული დავალებები, ასე შესრულებული დავალება კი ფორმალურია და მოსწავლეს არ აქვს კარგად გააზრებული საკითხი, მის წინაშე დასმული პრობლემა, კარგად ვერ ფლობს საკითხს და უჭირს მისი სიღრმისეული გააზრება, ანალიზისა და შეფასების გაკეთება.
2.      მეორე პრობლემად შეიძლება განვიხილოთ მოცემული დავალებების სირთულე და რაოდენობა.
3.      დავალების შესრულების ფორმა. მოსწავლე ვალდებულია მასწავლებლის მიერ მიცემული საშინაო დავალება წარმოადგინოს წერითი ფორმით საშინაო დავალების რვეულში, მასთან ერთად უწევს გაკვეთილზე მიცემული ახალი მასალის დასწავლაც.
4.      საგაკვეთილო პროცესში გამოყენებული აქტივობების ერთფეროვნება და სასწავლო რესურსების ნაკლოვანება.

არსებული ლიტერატურის ანალიზი
უპირველეს ყოვლისა გავეცანი სოფიო ლობჟანიძის სტატიას „როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები“, რომელიც იძლევა კვლევის ჩასატარებლად საჭირო პროფესიულ რჩევებს. მისი აზრით „პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მარტო სირთულეების გადასალახავად კი არ არის საჭირო, არამედ იდეების, ინოვაციების გამოსაცდელად, საკუთარი ძლიერი მხარისა და პოტენციალის აღმოსაჩენად, საჭირო უნარების განსავითარებლად.
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევისას დიდი დახმარება გაგვიწია „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი“ ნაწ.II  იგი საუკეთესო რესურსია მასწავლებლებისათვის. „სწავლებისა და სწავლის ახალი მიდგომები“ ნაწ.I  მასში  საუბარია მოტივაციის ძირითად პრინციპებზე, რომლებიც ნებისმიერი სასწავლო პროცესის დროს უნდა გავითვალისწინოთ და ასევე საუბარია მოტივაციის თეორიებზე და ამ თეორიებს რა გავლენა აქვთ მასწავლებლებზე.
გავეცანი თეო ჭყოიძის სტატიას „სწავლის მოტივაციის შიდა ფაქტორები“ სადაც ის აღნიშნავს, რომ სწვლის მოტივაციას და შესაბამისად გაკვეთილზე ჩართულობას განაპირობებს 1ცნობისმოყვარეობა; 2.თვითრწმენა; 3.დამოკიდებულება; 4.მოთხოვნილებები.
მასწავლებლის ამოცანაა მოსწავლეებს გაუღვივოს ცნობისმოყვარეობა შესასწავლი საკითხის მიმართ, რაც გონებას მიმართავს პასიურობიდან აქტიურობისაკენ.
იმისათვის რომ მოსწავლე სასწავლო პროცესში აქტიურად ჩაერთოს, ის დარწმუნებული უნდა იყოს საკუთარ შესაძლებლობებში და ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს დასახული მიზნის მიღწევაში. ავტორის აზრით რთულ ინფორმაციულ გარემოში მნიშვნელოვანია მასწავლებელმა შეასრულოს გზამკვლევის როლი მოსწავლეთა პოზიტიური დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაში.
სწავლის მოტივაციისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა მოთხოვნილებების დადგენას. ეფექტური სწავლება მოსწავლეთა მოტივაციის დონეზეა დამოკიდებული. ამასთან გასათვალისწინებელია ფსიქოლოგ აბრაჰამ მასლოუს აზრი ადამიანის მოთხოვნილებათა შესახებ. მასლოუს იერარქიის მიხედვით, სწავლის მოთხოვნილების განმსაზღვრელი შეიძლება განსხვავებული დონის მოტივაცია იყოს. მაგალითისათვის: მოსწავლის მიერ დავალების კარგად შესრულება შესაძლოა განპირობებული იყოს: დასჯის შიშით, საჩუქრის მიღების დაპირებით, აღიარების მოთხოვნილებით, ინტერესით და სხვა. მასწავლებელმა ეფექტური შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვისათვის უნდა შეძლოს მოსწავლეთა საჭიროებებისა და მოთხოვნილების დადგენა, განსაზღვროს იერარქიის რომელ საფეხურზეა მოსწავლე და რა მოტივები უდევს საფუძვლად სწავლას. შედეგად მან უნდა შეიმუშავოს ადეკვატური სტრატეგიები, რითაც უზრუნველყოფს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა აქტიურ ჩართვასა და მათი მოტივაციის ამაღლებას.
ცვატა ბერძენიშვილი თავის სტატიაში „სტრატეგიები სწავლის მოტივაციის გასაზრდელად“  წერს რომ აქტივობები დაკავშირებული უნდა იყოს მოსწავლეთა ინტერესთან, გამოიწვიოს მათი ცნობისმოყვარეობა. ბევრი გაკვეთილი შეიძება წარიმართოს სიმულაციების და თამაშების გზით. საჭიროა მრავალფეროვნება გაკვეთილის დაგეგმვის დროს. ამასთანად დავალებები გამომწვევი უნდა იყოს, მაგრამ ადეკვატური. თუ დავალება მეტისმეტად მარტივია ან მეტისმეტად რთული მოსწავლეებს მცირე მოტივაცია ექნებათ.
ვიხემძღვანელე რა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ გამოცემული ლიტერატურით „სწავლება და შეფასება“, კიდევ ერთხელ გავიაზრე, რომ მოტივაციის ამაღლების ძირითადი საშუალება, რაც გაზრდის მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხს, არის: პიროვნული ურთიერთობები, სასწავლო ატმოსფერო, მასწავლებლის მოთხოვნები.  ქ.თოფაძის აზრით - მასწავლებელი მოვალეა კარგი პიროვნული ურთიერთობები დაამყაროს მოსწავლეებთან. კვლევები გვიჩვენებს რომ მოსწავლეები, რომლებსაც მოსწონთ მასწავლებელი, კეთილსინდისიერად ეკიდებიან სასწავლო პროგრამას, ნაკლებად ქმნიან დისციპლინურ პრობლემებს და ითვალისწინებენ მასწავლებლის მოთხოვნებს.
კარგმა მასწავლებელმა იცის, რომ ჩართულობის ხარისხის გაუმჯობესებისათვის სასურველ ატმოსფეროს ქმნის გუნდური თანამშრომლობა, დაცულობა, პიროვნული ღირსებების შეფასება, როცა მოსწავლეები სკოლაში თავს სტუმრად არ გრძნობენ, ნებისმიერ სამუშაოს ითავისებენ.
თანამედროვე პედაგოგიკის წარმომადგენელი ჯონ საფაიარი ამბობს: “არაფერი განაპირობებს მოსწავლის ქმედებებს ისე ძლიერად, როგორც მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანის მკაფიო მოთხოვნები“. მოსწავლისათვის კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადამიანი მისი მასწავლებელია. მასწავლებლის მოთხოვნები კი გაკვეთილის პროცესის დიდ ნაწილს წარმოადგენს. მასწავლებლის მოთხოვნები უნდა იყოს მკაფიო, ნათელი და კარგად ჩამოყალიბებული.
მიგვაჩნია რომ მოსწავლეთა მოტივაციის გასაზრდელად მნიშვნელოვანია გაკვეთილებზე სწავლების მრავალფეროვანი სტრატეგიების გამოყენება. ამასთან მნიშვნელოვნად  მიგვაჩნია ეფექტური უკუკავშირის მიცემა, რაც გაზრდის მოტივაციას.  ლიტერატურა, რომელსაც კვლევის პროცესში გავეცანი დიდ დახმარებას გამიწევს მოსწავლეებთან მუშაობის პროცესში.

კვლევის მეთოდები.
·         წყაროების ანალიზი;
·         ანკეტური გამოკითხვა;
·         ფოკუს-ჯგუფი;
·         საუბარი;
·         დაკვირვება;
·         შედარებითი ანალიზი;
·         ინტერნეტრესურსების მოძიება;
·         ინფორმაციის დახარისხება.
კვლევაში მონაწილეობდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმის საჯარო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები.
კვლევის სანდოობისთვის გამოვიყენეთ მონაცემთა შეგროვების როგორც რაოდენობრივი (ღია და დახურული ანკეტირება), ასევე თვისობრივი მეთოდები. სქემები და სტატისტიკური მონაცემები. განვიხილე რესპოდენტებთან ვალიდურობისათვის ცხრილების ანალიზის, ანკეტირების, დაკვირვების შედეგები. რეკომენდაციების შემუშავებამდე გავაცანი კოლეგებს, გავითვალისწინე მათი შენიშვნები და წინადადებები.




კვლევები.
       I.            კვლევის მიზანი იყო მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციის დონის განსაზღვრა,  დაბალი მოტივაციის მიზეზების, ხელისშემწყობი და ხელისშემშლელი ფაქტორების დადგენა. ამისათვის ჩავატარე ა)ანკეტური გამოკითხვა მოსწავლეებთან, (დანართი 1). ბ) გავესაუბრე მასწავლებლებს.












                              მოსწავლეთა კატეგორია, რომლებიც შინაგანად მოტივირებულნი არიან;

                            მოსწავლეთა კატეგორია, რომლებისთვისაც გარეგანი მოტივაცია მნიშვნელოვანია;

                        მოსწავლეთა კატეგორია, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანი არაა არც ცოდნა და   არც ქულის მიღება.
                       
      II.            კვლევის მიზნად დავისახეთ მშობელთა ჩართულობის დონის განსაზღვრა სასწავლო პროცესში.
1.    ფოკუს - ჯგუფი   ჩატარებით მივიღე მშობლებისაგან ინფორმაცია, რომელიც დამეხმარებოდა მოსწავლეების შესახებ  მონაცემთა შეგროვებაში. აღნიშნული მეთოდის გამოყენების მიზანი იყო სკოლასთან, დამრიგებელთან, მასწავლებლებთან დაკავშირებით მშობლების დამოკიდებულების (ზოგადი ფონის) შესწავლა, რაც დაეხმარა კვლევის სწორად წარმართვასა და ანკეტირებისთვის კითხვარის მომზადებაში. ფოკუს-ჯგუფში მონაწილეობდა 15 მშობელი. მშობლებმა შეავსეს კითხვარი სადაც საკუთარი შვილის დახასიათებასაც ითვალისწინებდა. მეტწილად გავეცანი მოსწავლეების შესახებ ზოგად ინფორმაციას, რამაც გამიადვილა მათთან ურთიერთობა.
  მშობლების აზრი შვილებთან ურთიერთობისას:




მკაცრი მოპყრობის მომხრენი.

2. ანკეტირება - კითხვარი  მომზადდა ყველა მოსწავლის მშობლისა და კანონიერი მეურვისათვის. დროის დაზოგვის მიზნით, კითხვარები ყველა მშობელს გაეგზავნა სახლში და მეორე დღეს უკან დააბრუნეს შევსებული სახით (დანართი 2).

ინტერვენციის დაგეგმვა
სწავლა-სწავლების პროცესი რომ საიტერესო იყოს და მოსწავლეებიც აქტიურად ჩაერთონ საგაკვეთილო პროცესში აუცილებელია გაკვეთილი დავგეგმოთ ისე, რომ მოტივაციის ამაღლების სხვადასხვა სტრატეგიები გავითვალისწინოთ. აქტივობები, რომელსაც გაკვეთილის მიმდინარეობისას გამოვიყენებთ უნდა იყოს  მოსწავლეების საჭიროებებზე მორგებული. გაკვეთილის გეგმის დაწერისას გავითვალისწინოთ ისეთი აქტივობების დაგეგმვა, რომელიც მოსწავლეებში აღძრავს როგორც შინაგან მოტივაციას (ცნობისმოყვარეობას, ინტერესს), ასევე გარეგან მოტივაციას (მოლოდინს კარგი შეფასებისას).

კვლევა დავგეგმე სწავლა-სწავლების პროცესში  მოსწავლეთა დაბალი მოტივაციის პრობლემის გარკვევისათვის, რაც გულისხმობს მოსწავლეთა ინტერესებისა და საჭიროებების დადგენას. ნებისმიერი განხორციელებული ინტერვენცია უნდა იყოს ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობაში და უნდა იყოს მიმართული მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისაკენ.
იმისათვის რომ ყველა მოსწავლე ყოფილიყო სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართული და მოტივირებული  საჭირო იყო სახალისო აქტივობების მოფიქრება და განხორციელება. აქტივობები უნდა ყოფილიყო მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული ისე,  რომ ყველას ინდივიდუალური შესაძლებლობები ყოფილიყო მაქსიმალურად გათვალისწინებული.
დავგეგმე შემდეგიი აქტივობები:
·         მრავალფეროვანი სტრატეგიების გამოყენება;
·         სახალისო ინტერნეტრესურსები;
·         Power-point პრეზენტაციები;
·         https://learningapps,org-ში მომზადებული სახალისო დავალებები;
·         ფილმის ჩვენება;
·         მოსწავლეებთან ერთად შეფასების კრიტერიუმების შედგენა გაკვეთილზე გამოყენებული სხვადასხვა აქტივობისთვის;
·         გაკვეთილების დაგეგმვა მოსწავლეთა ინტერესების მაქსიმალური გამოყენებით.
·         პრეზენტაციები მათთვის საინტერესო თემებზე;
·          როლური თამაშები;
·          საკლასო დისკუსიები;
·          კითხვებზე პასუხის გაცემა,განხილვები, ინფორმაციული აქტივობები და .შ




ინტერვენციების შემუშავება და განხორციელება:
პრაქტიკული კვლევა ჩავატარე V კლასში. ამ კლასში 15 მოსწავლეა. აქედან რამდენიმე მოსწავლე გამოირჩევა სწავლისადმი მოტივაციით, მაგრამ კლასის უმეტესობას პრობლემა აქვთს სწავლასთან, ძნელად იგებენ და უჭირთ მასალის ათვისება. ახალი მასალის ახსნის შემდეგ, როცა გგონია რომ გაიგეს და შეძლებენ საშინაო დავალების  შესრულებას, მოდიან საშინაო დავალების გარეშე. ამას მოწმობს შემაჯამებელი წერებიც, რომლებშიც დაბალ შეფასებას იღებენ.
განხორციელებული ინტერვენციების შედეგად მოხდება მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდა, მათი აქტიური ჩართვა სასწავლო პროცესში და ამის შედეგად გაიზრდება სწავლის ხარისხი და შესაბამისად აკადემიური მოსწრების დონე. მივაღწევ მათი ინტერესის გამოწვევას, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას.
კვლევის შედეგს გაეცნობიან და გაიზიარებენ კლასში შემსვლელი მასწავლებლები, რაც მათ დაეხმარება შეაფასონ საკუთარი პედაგოგიური მიდგომები და მოახდინონ მათი მოდიფიცირება კვლევის შედეგიდან გამომდინარე. ასევე განახორციელონ მსგავსი ინტერვენციები, რომელთა დახმარებითაც სასწავლო პროცესს და შედეგს გახდიან პროდუქტიულს.
კოლეგებთან ერთად შევიმუშავე სტრატეგიები, რომლებიც მოტივაციის ამაღლებას ემსახურება:
·         კეთილგანწყობილი სასკოლო გარემო და პოზიტიური საკლასო მენეჯმენტი;
·          მოსწავლეთა დაფასება და პატივისცემა;
·          მათან თანასწორი საუბარი;
·          არჩევანის მიცემა;
·          საკითხის პრეზენტაციის მრავალფეროვნება;
·          გაკვეთილზე ურთიერთდასწრება;
·          ერთობლივი გაკვეთილი;
·          მშობელთა ჩართულობა;
·          კლასში ჯგუფური მუშაობა;
·          პრეზენტაციები მათთვის საინტერესო თემებზე;
·          როლური თამაშები;
·          საკლასო დისკუსიები;
·          კითხვებზე პასუხის გაცემა;
·         განხილვები;
·          ინფორმაციული აქტივობები და .შ















ინტერვენციის შედეგები





ეს არაა საბოლოო შედეგი, რათქმა უნდა მუშაობა გრძელდება და ვფიქრობ შედეგები კიდევ უფრო გაუმჯობესდება.



დასკვნები და რეკომენდაციები
გაზარდეთ მოსწავლეთა მოტივაცია მათი აქტიურობის სტიმულირებით. სწავლების პროდუქტიულობა იზრდება, როდესაც მოსწავლეები თავად არიან აქტიური სასწავლო პროცესის განმავლობაში. მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებაც ხომ ამას გულისხმობს: მოსწავლე აქტიურია გაკვეთილზე, მასწავლებელი კი მხოლოდ გზის მაჩვენებელი. როდესაც მოსწავლეს გაკვეთილზე ვუქმნით პირობებს, რომ თავად იყოს სწავლების პროცესის აქტიური მონაწილე, მისი სწავლის მოტივაცია იზრდება. საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ეფექტური ჩართულობის უზრუნველსაყოფად
·         ნუ ისაუბრებთ ბევრს, შეამცირეთ სალექციო მეთოდის გამოყენების სიხშირე და ხანგრძლივობა, ნუ მისცემთ მოსწავლეებს მოდუნების საშუალებას;
·         დასვით კითხვები, მოაწყვეთ დისკუსიები და განხილვები;
·         გამოიყენეთ გონებრივი იერიში;
·         მოსწავლეები ამუშავეთ წყვილებსა და ჯგუფებში;
·         მიეცით მოსწავლეებს მცირე მოცულობის დამოუკიდებელი სამუშაო;
·         გაკვეთილებზე დანერგეთ როლური თამაშები და სიტუაციური ამოცანები;
გამოიყენეთ სასწავლო ვიზუალური თვალსაჩინოებები
·         სასწავლო პროცესის დაგეგმვისას მასწავლებელმა უთუოდ უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების სტრატეგიები:
გაამდიდრეთ სასწავლო პროცესი დამატებითი,  კლასგარეშე აქტივობებით,მრავალფეროვანი სასწავლო მასალით, სწავლების ახალი მეთოდებითა და სტრატეგიებით. ამგვარად სასწავლო პროცესი მოსწავლისათვის უფრო სახალისო და საინტერესო გახდება;
გაააქტიურეთ მოსწავლეები, მოაწყვეთ დისკუსიები,პრეზენტაციები, როლური თამაშები, საგანმანათლებლო ექსკურსიები და სხვა;
ჩართეთ მოსწავლეები ცოდნის შეფასების ინსტრუმენტების მომზადებაში, ეს მხოლოდ მოტივაციას კი არ აამაღლებს, არამედ მასალის ათვისებაშიც შეუწყობს ხელს;
გამოიყენეთ განსხვავებული სირთულის დავალებები/აქტივობები,ეს მათი შესაძლებლობების გათვალისწინებასა და მოტივაციის ამაღლებაშ დაეხმარება;
თავი აარიდეთ მხოლოდ ნიშნის დაწერას, გამოიყენეთ
`უნიშნო~ აქტივობები, დავურთოთ კომენტარი თუ რა მოგეწონა და რაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება, კომენტარი უნდა იყოს ვრცელი და ამომწურავი;
შევქმნათ კლასში ისეთი გარემო, რომელშიც მოსწავლეებს ნეგატიური შეფასების, კრიტიკისა და შეცდომის არ შეეშინდებათ. გახსოვდეთ, რომ შეცდომები სწავლის საუკეთესო საშუალებაა, ისინი უკეთესი შედეგისკენ სწრაფვის იმპულსსად უნდა ვაქციოთ;
მიაწოდეთ მოსწავლეებს დადებითი უკუკავშირი;
არასოდეს გააკრიტიკოთ მოსწავლე საჯაროდ;
იყავით მიუკერძოებელი;
ტესტირებისას გამოიყენეთ სხვადასხვა ტიპის კითხვები;
სათანადო დრო და ყურადღება დაუთმეთ მოსწავლეების
ნაშრომებს. ზერელე დამოკიდებულების შემთხვევაში მოსწავლეს მოტივაცია უქვეითდება;
ჩართეთ მოსწავლეები საკლასო გადაწყვეტილებების მიღებაში. შესასწავლ საკითხთა თანამიმდევრობის დადგენაში მონაწილეობა საგრძნობლად აამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას და ხელს უწყობს მათი მხრივ ამ შეთანხმების შესრულებას.;
აწარმოეთ წინადადებების ყუთი;
ინდივიდუალური მიდგომა იპოვეთ თითოეულ მოსწავლესთათვის.|











გამოყენებული ლიტერატურა
1.      სოფიო ლობჟანიძე „როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები“. ჟურნალი მასწავლებელი 2012
2.      მ.ინასარიძე, ს. ლობჟანიძე, მ.რატიანი ი.სამსონია „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი“ ნაწ.II
3.      „სწავლებისა და სწავლის ახალი მიდგომები“ ნაწ.I. მასწავლებელთა პროფესიული განვითარება. თბილისი. 2004
4.      თეო ჭყოიძე  „სწავლის მოტივაციის შიდა ფაქტორები“ ჟურნალი მასწავლებელი 2012
5.      ცვატა ბერძენიშვილი „სტრატეგიები სწავლის მოტივაციის გასაზრდელად“ mastsavlebeli.ge
6.      „სწავლება და შეფასება“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი.














რეფლექსია
სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმის საჯარო სკოლაში ჩავატარე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა ,,მოტივაციის ამაღლების გზები და ხერხები ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებისას“.
კვლევის მიზანი იყო მეხუთე კლასის მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციის დონის დადგენა, ინტერვენციის დაგეგმვა-განხორციელება და მის ასამაღლებლად გზების დასახვა.
კვლევა მიმდინარეობდა 2019 წლის 20 იანვრიდან 2019 წლის 13 ივნისამდე. საკმაოდ შრომატევადი პროცესის შედეგი 2019 წლის 17  ივნისს წარვუდგინე სკოლის მასწავლებლებს.
კვლევა ჩატარდა როგორც თვისობრივი, ისე რაოდენობრივი თვისებების გამოყენებით, ინსტრუმენტებს კი წარმოადგენდა  ფოკუსირებული დაკვირვება, ღია და დახურული ანკეტირება და კითხვარი. შედეგის მისაღებად  გამოყენებული იქნა ინტერვენციები, რომლებიც კვლევის პროცესში საჭიროებიდან გამომდინარე დაიგეგმა. ინტერვეციების დაგეგმვამდე გავესაუბრე კლასში შემსვლელ მასწავლებლებს, მშობლებთან გამოკითხვა იყო ღია და დახურული კითხვებით. გავაკეთე შედეგების ანალიზი. დავგეგმე ინტერვენციები ამ პრობლემის მოსაგვარებლად. დავგეგმე აქტივობები:
·         მრავალფეროვანი სტრატეგიების გამოყენება;
·         სახალისო ინტერნეტრესურსები;
·         Power-point პრეზენტაციები;
·         https://learningapps,org-ში მომზადებული სახალისო დავალებები;
·         ფილმის ჩვენება;
·         მოსწავლეებთან ერთად შეფასების კრიტერიუმების შედგენა გაკვეთილზე გამოყენებული სხვადასხვა აქტივობისთვის;
·         გაკვეთილების დაგეგმვა მოსწავლეთა ინტერესების მაქსიმალური გამოყენებით.


ცხრილებით, დიაგრამებით და ნარატიულად წარმოდგენილი მონაცემები: ინტერვიუ, ფოკუსჯგუფი, ანკეტირება - ექსპლიციტურად მოცემული ინფორმაციის პოვნა, დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობები, ინტერვენციების შედეგად მიღებული შედეგები, საგულისხმო და საინტერესო აღმოჩნდა კოლეგებისთვის, შესაბამისად გამოიხატა კმაყოფილება, რომ გავაუმჯობესეთ შედეგი, რომ პრობლემის აღმოჩენით, კვლევით, ინტერვენციით სასურველ შედეგზე გავალთ.
კოლეგებმა გამოთქვეს მზაობა, რომ სამომავლოდ ერთად დავგეგმავთ პედაგოგიურ კვლევებს და ურთიერთგამოცდილების გაზიარების მიზნით დავაკვირდებით ერთმანეთის სამუშაო პროცესებს. ჩამოთვლილი აქტივობების პრაქტიკაში დანერგვა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს შედეგზე ორიენტირებული სწავლა-სწავლების ხარისხს.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი                            ზაირა კეკელიძე


























კითხვარი   მოსწავლეებს                       (დანართი 1)

1.       როგორი გაკვეთილი უფრო საინტერესოა თქვენთვის?
ა)ლექციური;      ბ)ისტ-ით გამდიდრებული;   გ)სულერთია.
2.       როდის უფრო ხართ ჩართულისაგაკვეთილო პროცესში?
ა)ჯგუფური მუშაობის დროს;   ბ)დამოუკიდებლად მუშაობის დროს;   გ)არ აქვს მნიშვნელობა.
3.       არის თუ არა გამოყენებული გაკვეთილზე სწავლების მრავალფეროვანი სტრატეგიები?
ა)დიახ;                ბ)არა;           გ)ნაწილობრივ.
4.       არის თუ არა დაძლევადი თქვენთვის სასწავლო აქტივობები?
ა)დიახ;                ბ)არა;           გ)ნაწილობრივ.
5.       თვლით თუ არა რომ თქვენი შეფასება ობიექტურია?
ა)დიახ;                ბ)არა;           გ)ნაწილობრივ.
6.       იყენებთ თუ არა მრავალფეროვან რესურსებს გაკვეთილზე?
ა)ყოველთვის;    ბ)ხშირად;     გ)იშვიათად;      დ)არასდროს.
7.       იღებთ თუ არა მონაწილეობას შეფასების სქემების შემუშავებაში?
ა)ყოველთვის;         ბ) ხშირად;        გ) იშვიათად.
8.       ღებულობთ თუ არა პოზიტიურ უკუკავშირს მასწავლებლისაგან?
ა)ყოველთვის;    ბ)ხშირად;   გ)იშვიათად;    დ)არასდროს.
9.       როგორი დავალების შესრულება უფრო გირთულდება?
ა)კითხვა-პასუხი;   ბ)პრეზენტაცია;   გ)სხვა(ჩაწერეთ თქვენი აზრი).
10.   რა დროს უთმობთ სახლში საშინაო დავალების შესრულებას?
ა)ნახევარ საათს;    ბ)ერთ საათს;    გ)არ ვასრულებ საშინაო დავალებას;  დ)კლასში ვიწერ თანაკლასელისაგან.
11.   გეხმარებათ თუ არა მშობელი, თუ საშინაო დავალების შესრულება გაგიჭირდება?
ა)დიახ;    ბ)არა;    გ)ვერ მეხმარება დროის უქონლობის გამო.
12.   რა გიშლით ხელს სწავლაში?
ა)სიზარმაცე;   ბ)დიდი მოცულობის დავალებები;  გ) დავალებების სირთულე.
13.   რა უფრო  მნიშვნელოვანია თქვენთვის სწავლის პროცესში?
ა)ცოდნის მიღება;  ბ)ქულის მიღება;  გ)ორივე;    დ)არცერთი.







კითხვარი   მშობლებს                       (დანართი 2)

1.        რამდენიმე სიტყვით  დაახასიათეთ  თქვენი
   შვილი–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
2.        მისი  ხასითის  რომელ  თვისებას  მიიჩნევთ 
ა) განსაკუთრებით   დადებითად–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ბ) განსაკუთრებით   უარყოფითად––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
3.        ოჯახის  რომელ  წევრთანაა  უფრო  ახლოს––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
4.        საქმიანობა, რომელსაც  ხალისით  აკეთებს––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
5.        რითი  ინტერესდება, რითი  გეხმარებათ    ოჯახში?–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
6.        პრობლემა, რომელსაც  აწყდები   მასთან  ურთიერთობისას–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
7.        როგორ  ფიქრობთ, როგორ  უნდა  დაგეხმაროთ  სკოლა  ამ  პრობლემის  მოგვარებაში–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
8.        თქვენი  აზრით,  რა  შეიცვალა  შარშანდელთ ან  შედარებით  თქვენი  შვილის  სასკოლო, ზოგადად, ცხოვრებაში––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

9.         როგორ  ატარებს  თავისუფალ  დროს?–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

10.     ჩემი  შვილის   აკადემიური  მოსწრებით 
ა)   კმაყოფილი  ვარ    ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––                   ბ) არა  ვარ  კმაყოფილი;––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––